ვართ გუნდი, რომელიც თავდადებით მუშაობს თქვენი ამანათების სწრაფი და სანდო მიწოდების უზრუნველსაყოფად
„მხოლოდ ამანათები არ გადაგვაქვს — ჩვენ ემოციები მოგვაქვს!“
დელივერერსი — ქართული სტარტაპია, რომელიც დაიბადა პანდემიის დროს ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა მაშინ, როცა ქვეყანა გაჩერდა — რათა მიგვეტანა დახმარება, შეგვექმნა სამუშაო ადგილები და გაგვეწია სანდო საკურიერო სერვისი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.
დღეს ვემსახურებით 12000-ზე მეტ მომხმარებელს თბილისსა და მის შემოგარენში. ჩვენი გუნდი ყოველდღე ამტკიცებს, რომ საკურიერო სერვისი შეიძლება იყოს უსწრაფესი, უზუსტესი და სანდო.
ჩვენი მისიაა — გავამარტივოთ ადამიანების ცხოვრება სისწრაფით, სანდოობით და ერთგულებით.
შემოგვიერთდი მოძრაობაში, რომელიც ადამიანურ სითბოს ატარებს თითოეულ გზავნილში.
ჩვენ გვჯერა, რომ ამანათების მიწოდება მხოლოდ სერვისი კი არა — ადამიანებს შორის კავშირია. დელივერერსის მიზანია გახდეს საქართველოს ყველაზე სანდო და ინოვაციური საკურიერო პლატფორმა, რომელიც თითოეულ ამანათთან ერთად სიხარულს, კომფორტს, სანდოობას და წარმატებას მოიტანს.
ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც ტექნოლოგია, სისწრაფე და ადამიანური სითბო ერთიანად ქმნის უნიკალურ გამოცდილებას — სერვისს, რომელიც არ ჩერდება მხოლოდ ლოჯისტიკაზე, არამედ ცვლის ურთიერთობის კულტურას ადამიანებსა და ბიზნესებს შორის.
ჩვენი ხედვაა — ვიყოთ ის კომპანია, რომელსაც ანდობენ არა მხოლოდ ამანათის, არამედ ემოციის მიტანას.
„ვმოძრაობთ ადამიანებისთვის — არა მხოლოდ ამანათებისთვის.“
დელივერერსში გვწამს, რომ წარმატების საფუძველი არის ადამიანები, ურთიერთობა და ერთგულება. ჩვენი თითოეული ნაბიჯი ამ ღირებულებებზე დგას.
დელივერერსში — ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებისთვის.
როგორ დავიწყეთ და სად ვართ დღეს
დელივერერსი — დაიბადა კოვიდპანდემიის ყველაზე რთულ დღეებში.
იმ დროს, როცა ქვეყანა გაჩერდა, ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა.
ჩვენი მიზანი იყო მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი:
გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანა,
და უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების დასაქმება.
ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც აგებულია Deliverers.ge
მიწოდება უმოკლეს დროში — ხარისხის დაკარგვის გარეშე.
თქვენი ამანათი ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ყოველ კლიენტს ვეპყრობით როგორც საკუთარ ოჯახს.
მაღალი სტანდარტები — გუნდში, ტექნოლოგიაში და მომსახურებაში.
სამართლიანი ფასები და გამჭვირვალე კომუნიკაცია.
განვითარება ყოველდღიურ რეჟიმში.
ადამიანები, რომლებმაც Deliverers-ი აქციეს წარმატებულ ისტორიად