ხშირად დასმული კითხვები

ამანათი როდის ბარდება?

14:00 საათამდე მიღებული ამანათები ბარდება იმავე დღეს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 
14:00 საათის შემდეგ მიღებული ამანათები ჩაბარდება მომდევნო დღეს.

თბილისს გარეთ ამანათები ბარდება მეორე სამუშაო დღეს.

შეკვეთა განვათავსე და ადრესატის დეტალები ამანათზეც უნდა დავიტანო?   

არა, ჩვენ გავამარტივეთ თქვენი შრომა. ისევე როგორც კომპიუტერიდან ასევე მობილური ტელეფონის პრინტერთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამობეჭდოთ აღნიშნული შეკვეთის ფორმა, რომელზეც ავტომატურად არის ყველა საჭირო დეტალი დატანილი.

და თუ არ მაქვს პრინტერთან წვდომა? 

ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ და შევამსუბუქეთ თქვენი შრომა. მხოლოდ ადრესატის უბნის დასახელება და ბარკოდის ნომრის დატანა (თუნდაც მარკერით ან კალმით) იქნება საჭირო ამანათზე, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

ამანათის შესახებ ინფორმაციის მოძიება როგორ ხდება? თქვენ გიკავშირდებით (გწერთ/გირეკავთ) და თქვენ მიმოწმებთ?  

თქვენს ამანათს ენიჭება უნიკალური კოდი, რაც საშუალებას გაძლევთ ონლაინ რეჟიმში შეკვეთების ისტორიაში დააკვირდეთ  თქვენი ამანათის სტატუსს და მის გადაადგილებას.

თუმცა ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დაგეხმაროთ და კონსულტაცია გაგიწიოთ . 

მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებთ თუ კორპორატიულსაც?

ვიღებთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს. 

კორპორატიული შეკვეთების ტარიფი დამოკიდებულია ამანათების რაოდენობაზე.

რა არეალს ფარავთ?

ვფარავთ თბილისს, რუსთავს, მცხეთას და საგურამოს.

თბილისს გარეთ ამანათები ბარდება მეორე სამუშაო დღეს.


ადრესატთან ამანათები სახლამდე მიგაქვთ?

დიახ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნათ, როგორც თქვენ, ასევე თქვენს მომხმარებლებს/ადრესატებს.

სანამ ამანათს მიიტანთ, ადრესატთან წინასწარ თუ უკავშირდებით?

დიახ, სანამ დელივერერი მიდის ადრესატთან, წინასწარ ურეკავს და უთანხმებს სავარაუდო მისვლის დროს.

მეორე დღის მიტანის სერვისი თუ გაქვთ?

ჩვენი კომპანიის უპირატესობაა ის, რომ ყველა (დღის განმავლობაში შემოსული) ამანათი იმავე დღეს მივიტანოთ და თქვენი მოლოდინის  დღეები საათებად და წუთებად ვაქციოთ. 

ამანათის წონას და ზომას თუ აქვს მნიშვნელობა?

აღნიშნული ტარიფები მოქმედებს ამანათებზე,რომელიც ეტევა მსუბუქ მანქანაში და 1 ადამიანი ახერხებს მის გადატანას.
შედარებით დიდი მოცულობის ან წონის ამანათების მიწოდების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ და დაგიანგარიშდებათ ფასი.

საკვაბი პროდუქტები თუ გადაგაქვთ?

დიახ, ტარიფი კილომეტრებით დაითვლება. შეთანხმებისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ერთჯერადი პროგრამული ცვლილება. 1 კილომეტრის ღირებულება 0.95₾-ია.

სასამართლო განჩინებების და მსგავსი დოკუმენტაციის მიწოდების სერვისს თუ ახორციელებთ?

არა, ამანათები/საბუთები, რომელიც უარყოფით ემოციებს იწვევს, ჩვენი მიმართულება არაა.

ამანათის დაზიანების შემთხვევაში როგორ იქცევით?

ჩვენ გპირდებით, რომ თქვენს ამანათს ყველა უსაფრთხოების ზომების დაცვით მოვეპყრობით, თუმცა, მომხმარებელი თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ გზავნის ნივთს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო შეფუთვას.

მინიმუმ ან მაქსიმუმ რამდენი ამანათის შეკვეთაა შესაძლებელი?

ნებისმიერი რაოდენობის, შეუზღუდავად.

თუ კომპანია მაქვს და მჭირდება ამანათების პირდაპირ მიტანის სერვისი, რაც გულისხმობს, რომ დელივერერმა პირდაპირ ჩემგან აიღოს ამანათი და მიიტანოს ადრესატთან. შესაძლებელია თუ არა მსგავსი მომსახურება?

დიახ, შესაძლებელია! უბრალოდ, მსგავს შემთხვევაში ტარიფი კილომეტრებით დაითვლება. შეკვეთისთვის წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ერთჯერადი პროგრამული ცვლილება. 1 კილომეტრის ღირებულება 0.95₾-ია.

თუ ადრესატი არ გპასუხობთ ან გათიშული აქვს ტელეფონი, უკან აბრუნებთ ამანათს?

არა, ჩვენ ადრესატს ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ველოდებით მისგან გამოხმაურებას; ამავე დროს, საქმის კურსში ვაყენებთ გამგზავნსაც. თუ იმავე დღეს ვერ ხერხდება მიწოდება, ვაწვდით მეორე დღეს ტარიფის უცვლელად.

თუ მომხმარებელი აღნიშნულ მისამართზე არაა? 

არაფერია, დელივერერი წინასწარ უთახმდება ადრესატს და ურთიერთშეთანხმების შედეგად ვაწვდით ამანათს.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------


 თუ დამატებით რაიმე კითხვა გაქვთ, რომელიც აქ ვერ დავფარეთ, გთხოვთ მოგვწეროთ/დაგვირეკოთ, ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით, დელივერერების გუნდი.

ჩვენ მხოლოდ ამანათები არ გადაგვაქვს, ჩვენ ემოციები მოგვაქვს.