გამოყენების წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი : 2021 წლის
6თებერვალი
წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები ( შემდგომში ,,წესები და პირობები“) წარმოდგენილია შპს დელივერერს-ს (შემდგომში Deliverers) ოფიციალურ ვებ - გვერდზე (დომეინი, www.Deliverers.ge) და მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაში (შემდგომში Deliverers-ს აპლიკაცია).
გთხოვთ, Deliverers-ს აპლიკაციის სარგებლობამდე ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ Deliverers-ს აპლიკაციით.
Deliverers-ს აპლიკაციით სარგებლობით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდეს წინამდებარე ,,წესები და პირობები“.
1. ტერმინთა განმარტება
Deliverersნიშნავს შპს დელივერერს.
,,საკურიერო პარტნიორი“ - ნიშნავს საკურიერო მომსახურების კომპანიას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე Deliverers-სთან და პარტნიორებთან, რომელიც სთავაზობს პროდუქტების მიტანის სერვისს Deliverers-ს პლატფორმის საშუალებით.
„Deliverers-ს აპლიკაცია“ ნიშნავს ციფრულ აპლიკაციას, სახელწოდებით
Deliverers, რომელსაც Deliverersსთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
„Deliverers-ს პარტნიორების“ საკურიერო
მომსახურებას
პარამეტრების მართვას მოხმარებელთან, კურიერთან, კომპანიის ობიექტის მენეჯერთან კომუნიკაციას და სისტემის ზოგად მართვას.
„მომხმარებელი“ ან „თქვენ“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც სარგებლობს Deliverers-ს აპლიკაციით.
,,საკურიერო მომსახურება’’ - ნიშნავს პროდუქტების მიტანის სერვისს, რომელსაც ახორციელებს საკურიერო კომპანია პარტნიორის პროდუქტების მოხმარებელთან მიწოდების მიზნით.
,,მომხმარებლის ანგარიში“ - ნიშნავს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს შეყვანილ პირადი მონაცემების საფუძლვეზე Deliverersპლატფორმაში გახსნილ ანგარიშს.
,,ნოტიფიკაციები“ - ნიშნავს მობილურში ნოტიფიკაციების დაგზავნის ფუნქციას, რომლის ჩართვა/გამორთვა მომხმარებელს შეუძლია მობილურის პარამეტრებიდან Deliverers-ს აპლიკაციისთვის.
2. რეკვიზიტები
კომპანიის დასახელება: შპს დელივერერს
საიდენტიფიკაციო კოდი: 405357180
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაია 41
ელ.ფოსტა: deliverer@deliverers.ge
3. პლატფორმის შესახებ
Deliverers პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც აკავშირებს პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელ კომპანიებს მოხმარებლებთან.
Deliverers აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს ამანათებისგადატანა სხვადასხვა პარტნიორი კომპანიისგან ან ინდივიდუალური პირებისგან.
გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით და ინვოისის საფუძველზე.
4. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
Deliverers აპლიკაციის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი უთითებს სავალდებულო ველებს, როგორიცაა მობილური ტელეფონის ნომერი, სახელი, ელ.ფოსტა, პაროლი. მომხმარებლის ვერიფიკაცია ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის დახმარებით.
შეკვეთის ბარათით გადახდით შესასრულებლად აუცილებელია მოქმედი საგადახდო ბარათის დამატება.
Deliverers არ ინახავს თქვენი გადახდის დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რადგან ამას ახორციელებს მესამე პირი – გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც იყენებს Deliverers. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ გადაიხდით ყველა იმ შესყიდვის საფასურს, რომელიც Deliverers -ს აპლიკაციით სარგებლობისთვის დაგეკისრათ. თქვენ უნდა განაახლოთ საგადახდო ბარათისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ატვირთეთ თქვენს მომხმარებლის ანგარიშში.
მიტანის სახის შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელია მიტანის მისამართის მითითება. ყველა ზემოთ აღნიშნული ველი ინახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ თქვენს ანგარიშში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს და სისრულეს. Deliverers -ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ Deliverers -ს კონფიდენციალურობის დოკუმენტი.
მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიში. თუ გსურთ ანგარიშის წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
თუ არსებობს ეჭვი, რომ არაუფლებამოსილმა პირმა გაიგო მომხმარებლის ანგარიშის რეკვიზიტები ან აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ Deliverers -ს. მომხმარებელი პასუხისმგებელია Deliverers -ს აპლიკაციის ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშიდან.
5. შეკვეთის პროცესის აღწერა
Deliverers აპლიკაციის სრულად გამოყენების მიზნით, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ვერიფიკაცია.
ყველა სახის შეკვეთის განსახორციელებლად აუცილებელია Deliverers -ს აპლიკაციის კატეგორიაში „საგადახდო ბარათები“ ვალიდური საგადახდო ბარათის დამატება.
მიტანის სახეობის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია Deliverers -ს აპლიკაციის კატეგორიაში „ჩემი მისამართები“ მიწოდების მისამართის მითითება.
არჩეული პროდუქტების ან სერვისების საფუძველზე, მომხმარებელს საშუალება აქვს დაასრულოს შეკვეთის გაფორმება გადახდით.
გადახდისას, მომხმარებელს ავტომატურად ჩამოეჭრება თანხა მითითებული საგადახდო ბარათიდან Deliverers კომპანიის სასარგებლოდ.
შეკვეთის პროცესინგის სტატუსებს მომხმარებელი ღებულობს ნოტიფიკაციების საშუალებით.
მომხმარებელს უფლება აქვს დაუკავშირდეს პარტნიორ კომპანიას ან/და კურიერს შეკვეთის სტატუსის ან დეტალების დასაზუსტებლად.
დასრულებისას მომხმარებელს საშუალება აქვს შეაფასოს პროდუქტის ან/და სერვისის ხარისხი
6. ანგარიშსწორება
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შეკვეთის დასრულებისთანავე, Deliverers -ს აპლიკაციაში, გადახდის ღილაკზე დაჭერისას, Deliverers განახორციელებს თქვენს მიერ მითითებულ საგადახდო ბარათიდან შეკვეთაში მითითებული ჯამური თანხის ჩამოჭრას.
ჩამოჭრილი თანხა აისახება Deliverers -ს საბანკო ანგარიშზე.
7. შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება
თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ, თუ დელივერერი ჯერ არის გამგზავნის ადრესატთან მისული და მომხმარებელი განახორციელებს შეკვეთის გაუქმების ოპერაციას.
თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება Deliverers კომპანიის საბანკო ანგარიშიდან მომხმარებლის იმ საგადახდო ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Deliverers არ არის პასუხისმგებელი პარტნიორი კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის ან სერვისის ხარისზე და შესაბამისად Deliverers არ არის უფლებამოსილი თანხის დაბრუნებაზე.
8. შეკვეთის მიწოდება
მომხმარებლის შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს Deliverers საკურიერო კომპანია.
Deliverersპლატფორმის დახმარებით, ინფორმაცია შეკვეთის შესახებ აისახება პარტნიორი კომპანიის ან/და საკურიერო კომპანიის მართვის მოდულებში.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Deliverers არ ახორციელებს შეფუთვის სერვისს, შესაბამისად Deliverers არ არის პასუხისმგებელი ამანათის ან მისი შეფუთვის ხარისხზე.
შეკვეთის მიტანის სერვისის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა შეეძლოს
ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მომხმარებელმა მიუთითა Deliverers -ს
აპლიკაციაში ანგარიშის რეგისტრაციისას. თუ მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე
ვერ მოხდება დაკავშირება და ამ მიზეზით ვერ განხორციელდება შეკვეთის მიწოდება, ამანათი ბრუნდა უკან Deliverers-ის საწყობში და მომდევნო სამუშაო
დღეს მოხდება მომახმარებელთან კომუნიკაცია.
იმ შემთხვევაში თუ 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ მოხდება ამანათის მიმღებდა დაკავშირება ამანათი უბრუნდება უკან გამომგზავნს.
შეკვეთის მიტანის სერვისის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა იმყოფებოდეს შეკვეთაში მითითებულ მიწოდების მისამართზე სანამ შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ჩაიბარებს. თუ მომხმარებელი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტების მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და მომხმარებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს პარტნიორის მიერ და მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდა.
მიწოდების, წაღების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს პარტნიორის ან Deliverers -ს მიერ Deliverers აპლიკაციის საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქტის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობი, პიკის საათი და ამინდი.
Deliverers-ი ამანათის გადატანის დროს დაიცავს ამანათის უსაფრთხოებას, მაგარმ არ
არის პასუხისმგებელი მის დაზიანებას. ამანათის უსაფრთხო შეფუთვა სრულიად ეკისრება ამანათის
გამგზავნ კომპანიას ან ინდივიდუალურ პირს.
9. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
Deliverers პლატფორმის და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ყველა ნაწილი და ასლი უნდა იყოს მხოლოდ Deliverers -ს ან/და მისი ქვეკონტრაქტორების/ლიცენზიანტების ექსკლუზიური საკუთრება. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, პატენტებს, სასარგებლო მოდელებს, დიზაინზე უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო სახელწოდებას, სავაჭრო საიდუმლოებას, „ნოუ ჰაუს“ და რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნებისმიერ სხვა ფორმას.
წინამდებარე „წესები და პირობები“ არ ანიჭებს მომხმარებელს რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს Deliverers პლატფორმაზე და ყველა უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა მითითებული ამ დოკუმენტში, ინარჩუნებს Deliverers და მისი ქვეკონტრაქტორები/ლიცენზიანტები.
10. ნოტიფიკაციების გაგზავნა
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მას გაეგზავნოს აპლიკაციის ნოტიფიკაციები. ნოტიფიკაციები შეიძლება იყოს:
ა) შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებით
ბ) სისტემური ცვლილების, განახლების ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით
გ) ინფორმაცია პარტნიორი კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციის შესახებ, რომელიც შეეხება Deliverers აპლიკაციაში მის მიერ წარმოდგენილ პროდუქტებსა და სერვისებს.
დ) ინფორმაცია ახალი დამატებული პარტნიორი კომპანიის შესახებ
ე) ინფორმაციაDeliverers აპლიკაციაში ფუნქციის დამატების ან ცვლილების შესახებ
ვ) ინფორმაცია „გამოყენების წესების და პირობები“-ს და კონფიდენციალობის დოკუმენტებში ცვლილების შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გათიშავს თავის მობილურში Deliverers -ს აპლიკაციის ნოტიფიკაციების მიღების ფუნქციას, იგი ვერ მიიღებს ზემოთ ჩამოთვლილ ნოტიფიკაციებს.
11. დამატებითი დებულებები
Deliverers -ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 18 ან მეტი წლის.
მომხმარებელმა უნდა დაიცვას ყველა შესაბამისი წესი და რეგულაცია, როდესაც ის სარგებლობს Deliverers -ს აპლიკაციით, მათ შორის, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენის დროს. მომხმარებელს შესაძლოა უარი ეთქვას ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაზე იმ შეთხვევაში, თუ ის ვერ შეძლებს წარუდგინოს შეკვეთის მიმწოდებელ კურიერს პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებელი არის მინიმუმ 18 წლის.
Deliverers -მა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს ან ამოიღოს წინამდებარე დოკუმენტის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ფუნქციები, პროდუქცია და პარტნიორები, რომლებიც ხელმისაწვდომია Deliverers -ის აპლიკაციაში.
„მომხმარებელი“ ვალდებულია:
ა) არ გამოიყენოს ან არ ეცადოს გამოიყენოს სხვა პირის Deliverers -ს ანგარიში;
ბ) არ გამოიყენოს სხვა პირის გადახდის ბარათები Deliverers -ს აპლიკაციით სარგებლობისას, იმ პირის თანხმობის გარეშე;
გ) არ განახორციელოს Deliverers აპლიკაციის დეკომპილაცია, დაშლა, გაშიფვრა ან სხვაგვარად არ ეცადოს, რომ მოიპოვოს Deliverers -ს ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი;
დ) არ გამოიყენოს ბოტები ან სხვა ავტომატიზებული საშუალებები Deliverers აპლიკაციის სარგებლობისთვის;
ე) არ შექმნას Deliverers -ს ანგარიში ყალბი მონაცემების ან სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით;
ვ)
არ შევიდეს Deliverers -ს პლატფორმის რომელიმე მოდულში სხვა საშუალებით გარდა იმ ინტერფეისებისა,
რომელიც უზრუნველყოფილია Deliverers -ს მიერ, როგორებიცაა „Deliverers -ს აპლიკაცია“
და „Deliverers -ს ვებ–გვერდი“.
ზ)
ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვების სისტემის გამოყენება, ინფორმაციის ამომღები
პროგრამული უზრუნველყოფა, ავტომატური პროცესი და/ან მოწყობილობა, განკუთვნილი Deliverers
პლატფორმის ნებისმიერი ნაწილის გადაშლის, მოპოვების, გამრავლების და/ან მონიტორინგისთვის.
Deliverers
უფლებამოსილია დაუყოვნებლივ გათიშოს მომხმარებელის წვდომა Deliverers აპლიკაციასთან,
იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ბოროტად იყენებს Deliverers -ს აპლიკაციას ან
ზიანს აყენებს Deliverers -ს ან პარტნიორს ან/და Deliverers -ს აქვს გონივრული ეჭვი,
რომ მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას Deliverers აპლიკაციით სარგებლობისას;
Deliverersუფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი ყველა ან/და ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს შვილობილ ან სხვა კომპანიას ან უფლებამონაცვლეს ან მისი Deliverers -ს დაკავშირებული ბიზნეს აქტივების შემძენს ან შემსყიდველს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე.
12. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები ძალაშია, როგორც მავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულება Deliverers -სა და მომხმარებელს შორის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებამდე, სანამ მომხმარებელი სარგებლობს Deliverers -ს აპლიკაციით.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Deliverers -ს აპლიკაციით სარგებლობა. Deliverers -ს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Deliverers -ს აპლიკაციის მიწოდება დროებით ან სამუდამოდ.
13. ცვლილებები
წინამდებარე გამოყენების წესებისა და პირობების დოკუმენტში ცვლილებები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს ან შეიცვალოს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება Deliverers -ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Deliverers -ს აპლიკაციაში. განსაკუთრებული მნიშვენლობის მქონე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ნოტიფიკაციების ან/და ელ ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.
14. დავების გადაწყვეტა
დავის არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეძლებენ სადავო საკითხებზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით