Legend

 1943 წელს კაკასიონის მთაში თვითფრინავმა არაგეგმიური/ავარიული დაჯდომა განახორციელა, თვითმფრინავის პილოი და 10 მგზავრი კომუნიკაციის უქონლობისა და ადგილ მდებარეობის მიუვალობის გამო მოწყვეტილები მთაში დახმარების მოლოდინში იყო.

უამინდობმათთან მიღწევა უფრო მეტად ართულებდა.

მგზავრების დრო კი თანდათან საათებიდან წუთებზე , წუთებიდან კი წამებზე გადადიოდა,

თითოეული წუთი გადარჩენის შანსს უფრო ამცირებდა.

აქ რისკი, სირთულე და საშიშროება ერთმანეთის ჭიდილში იყვნენ.

ვერავინ ბედავდა მათთან სამაშველო ჯგუფის გაშვებას ვერც ვერტმფრენით, ვერც ფეხით მისვლა ვერ ხერხდებოდა.

მაშველების საგანგებო ჯგუფი გამალებით ცდილობდა გზის პოვნას, გაშლილი რუქებში ჩაფლულები ამაოდ ცდილობდნენ გამოსავლის ძებნას.

სიტუაციას უფრო ართულებდა, რომ მგზავრებს შორის რამოდენიმე ბავშვი იყო.

ყველა ინვენტარი, ყვენა საჭირო აღჭურვილობა გამზადებული და დატვირთული იყო ვერტფრენში, მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ. გააფთრებულნი გაურკვევლად მოძრაობდნენ.

ყველა იმედი გადაიწურა რაიმე გამოსავლის პოვნის დარჩა მხოლოდ იმედი ამინდის გამოსვლის.

თითქმის ყველა შეეგუა ბედს და მხოლოდ ლოდინი იყო შესაძლებლობა.

ყველა შეეგუა, გარდა ერთისა.

გარდა ერთისა.

მოშორებით მდგომარე ადამიანისა, მშვიდი და ბრწყინვალე სახე ახალგაზრდისა, რომლის ხმა ვინმეს იშვიათად თუ გაეგო.

შესცქეროდა მთას, მთლიანად შავ ღრუბელშიგახვეულ მთას.

იდგა მდუმარედ, მშვიდად, გაუნძრევლად და მომღიმარე.

ვინმეს რომ დაენახა ალბათ იფიქრებდა ჭკუიდან შეიშალა როგორ უნდა გაეღიმა ასეთ დროს როდესაც ბავშვები სიკვდილს ებრძოდნენ.

მაგრამ ღიმილი უზარმაზარი თავ დაჯერებულობის და იმედის იყო, რომ ყვალფერი კარგად იქნებოდა.

 გაისმა ვერტმფრენის გუგუნის ხმა, ყველა გაურკვევლი თვალებით შეჰყურებს, ვერ გაუგიათ მიზეზი ძრავის დაქოვის.

ზოგი ამინდს ამოწმებს რაიმე ხომ არ შეიცვალა და გამორჩათ, ზოგი ერთმანეთს ეკითხება მიზეზს.

მაგრამ არცერთი ვარაუიდი, ქმედებას არ ემთხვევა.

იძრება ვერტფრენი და მიიწევს ცისკენ.

საგანგებო ჯგუფის წევრები მირბიან მისკენ.

ვერტფრენი ცაშია.

ვერტფრენი მთისკენ მიიწევს.

უჩინარდება შავ ღრუბელში. სრული სიჩუმეა მიწაზე. ვერავის ვერაფი გაუგია. რახდება და ვინ ზის ვერტმფრენზე.

ვეტმფრენი გამწარებით მიიწევს სიმარლეზე. არ ჩანს არაფერი და ძლიერი ქარი აქეთ იქით ათამაშებს მას.

რთულდება კონტროლი, შიში გამალებით დასტრიალებს მშვენიერ ახალგაზრდას თავს, მაგრამ როგორც კი უახლოვდება მით უფრე მეტად გამწარებით მიაქანებს მთისკენ.

თითქმის მიუახლოვდა, თითქმის მაგრამ ამინდი დაღს ასვავს ვერტმფრენს.

კლდეს აფარებენ თავს, შველის მოლოდინში მგზავრები.

იყინებიან, ვერ მოძრაობენ, მთელი ძალებით ეკვრიან პატარებს რომ გაათბონ, როგორმე გაძლონ, როგრმე გადაარჩინონ.

იმედი აღარ აქვთ, შეუძლებელია გადარჩენა, შეუძლებელია შველა.

ისმის ვერთფრენის განწირული გუგუნი.

გამალებული ბრძოლა ქარბუქთან. გამალებული ბრძოლა სიცოცხილის გადარჩენისთვის.

ვერტმფრენიში ანთია ყველა საგანგაშო ნათურა. ყველა სიგნალი გაჰკივის.

მორჩა ვერტფრენი ვეღარ გაუძლებს. მთავრდება გდარაჩენისთვის ბრძოლა.

მაგრამ დაუცხრომელი წყურვილი შველის არ ნებდებდა. დაუნდობლად მიიღწვის წინ. დაუნდობლად მიაქანებს ვერტფრენს მთისკენ.

იელვებს ქრება, კვლავ იელვებს მგზავრების სიახლოვეს ვერთფრენი.

აი ის შანსი, აი ის დრო და იხსნება სატვირთო ლუქი და ჩანს როგორ ვარდება სამაშველო ტვირთი მგზავრების სიახლოვეს.

აღარ ისმის ვერტფრენის გუგუნის ხმა. აღარც ნათურები ანთია. აღარც საგანგაშო სიგნალის ჰკივის.

ვერტფრენი დანებდა....

მიექანება ხრამში...

სამაშველო ნივთები ადრესატამდე მივიდა. ნივთები, რომელიც გადარჩენას უზრუნველყოფს დღეების განმავლობაში.

პილოტის სახეზე ისევ ღიმილია. ბედნიერბის წუთი.

ემოციებმა იფეთქა. სიცოცხლის ემოციებმა იფეთქა ხალხში.

ტირილია თუ ბედნიერიების ყვირილი რომელიღაც ემოციაა მათში!?

აღარც შიშია. სიმშვიდეა და სიჩუმეა თითქოს ბუნებაც წყნარდება.

 

მესამე დღეს გაისმა მიმღებ რადიოში ხმა.

იმედი გვაქვს ვინმე მაინც ხარ ცოცხლები ჩვენ მოვდივართ თუ ჩვენი გესმით გამაგრდით მალე ვიქნებით. ისმის გამწარებული ხმა საგანგებო ჯგუფის.

მაგრამ მგზავრები კარგად არიან, უკლებლივ ყველა.

ყველა ბავშვი ჯანმრთელია და იმაზე მეტი დრო და საშულება აქვთ, ვიდრე საგანგებო ჯგუფს მოსასვლელად სჭირდება.

ყველა გადარჩა, ყველა შინ დაბრუნდა.

გარდა ერთისა... გარდა თვითმფრინავისა.

გადარჩენილთა შორის იძახდნენ, რომ დაინახეს თვითმფრინავიდან გადმომხტარი ადამიანი.

ხელებ გაშლილი მფრინავი ზურგჩანთით ზურგზე.

ვერტმფრენი ნაპოვნია, მაგრამ ნამტვრევებს შორის ადამიანის ცხედარი არ დადასტურდა.

ვარაუდობდნენ რომ ხრამში ჩაიჩეხა. სამძრებრო სამუშაოები რამოდენიმე თვე გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ადამიანის ცხედარი არ არის ნაპოვნი დღემდე.

ეს იყო ჩემი წინაპარი, სამხედრო მფრინავი.